ვარდებისთვის ადგილის შერჩევა ორი მოსაზრებით უნდა მოხდეს: ეკოლოგიური (ვინაიდან ვარდი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ყველა აუცილებელი პირობა უნდა იქნას გათვალისწინებული მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის) და დეკორატიული (ადგილმდებარეობის შერჩევა განსაზღვრავს მის მომავალ სილამაზეს.
ჰარმონიული კომპოზიციის შექმნა, შესაძლებელია ჯანსაღი მცენარეების გაშენების შედეგად, რაც შესაძლებელია ყველა აუცილებელი პირობის შექმნით, ამიტომ წინასწარ უნდა განისაზღვროს სად და რა ჯიშები დაირგოს.
ვარდები კარგად გრძნობენ თავს, სადაც მათი სილამაზის დამალვა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ვარდები უნდა დაირგოს მზიან, ღია, ჰაერის თავისუფალი მოძრაობით უზრუნველყოფილ, ქარისაგან დაცულ ადგილზე. ვარდების ყვავილობა მით უფრო ძლიერია, რაც მეტ სითბოსა და სინათლეს იღებს მცენარე.
მზის სხივები აუცილებელია ვარდებისათვის დღის პირველ ნახევარში, რაც უზრუნველყოფს ნამის სწრაფად აორთქლებას, რომელიც ამცირებს სოკოვანი დაავადების ალბათობის განვითარებას.
ჩრდილში მყოფი მცენარის ფოთლები და ღერო ეთიოლირებულია, ანელებს ყვავილობას და ძლიერ ავადდება ნაცრით. ფოთლებზე ვითარდება, ყვითელი, რუხი და შავი ლაქები. ბუჩქი საცოდავად გამოიყურება, სუსტადაა შეფოთლილი და ყვავილის სისავსეც შემცირებულია, დაკნინებულია, დეფორმირებულია. შავადაა შეფერილი, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც შედარებით ეგუებიან ამ პირობებს.
სწორი დარგის პირობებში ვარდები ადრე იწყებენ ყვავილობას. ყვავიან უხვად და ხანგრძლივად, კვირტების და ყლორტების მომწიფება უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ბევრი ჯიში (განსაკუთრებით მუქი ფერები), რომელიც ვერ იტანს დიდხანს მზის პირდაპირ სხივებს, ყვავილობას 2 დღით ადრე წყვეტს, იკლებს ზომაში, მუქი წითელი და შავი ფერები კი იწვის.
ამგვარად ეს ჯიშები დაცული უნდა იყოს ქარსაფარი ზოლებით, ხეებით ან შენობების ჩრდილოეთის და ჩრდილო აღმოსავლეთის ქარებისაგან. არასასურვლია სახლის კუთხეში დარგვა, სადაც ხშირად ორპირი ქარია, სახლის ფუნდამენტთან ახლოს. აქ ნიადაგი სწრაფად შრება, 0,6-0,8მ ინტერვალით შენობის მხარეს.
ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ვარდებისათვის, უნდა იყოს ოდნავ ამაღლებული ნიადაგის ზედაპირიდან 30-40სმ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პირობებში, აღმოსავლეთში კი პირიქით, კარგად დრენირებული და ოდნავ დახრილი სამხრეთისაკენ, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ, რომელიც ქმნის სასურველ თბურ რეჟიმს და არ იძლევა წყლის დადგომის საშუალებას შემოდგომასა და გაზაფხულზე.
ძალიან დამრეცი ფერდობები უნდა დატერასდეს. არ შეიძლება ვარდების დარგვა ჩაღრმავებულ ადგილებში, სადაც არ ხდება ჰაერის ცირკულაცია. აუცილებელ შემთხვევაში, კეთდება დრენაჟი.
დარგვის ფორმა
დარგვისთვის საუკეთესოა სწორკუთხოვანი ნაკვეთი, როგორც მოვლის მხრივ, ისე დეკორატიული თვალსაზრისთაც. კუთხეებში, გეომეტრიული ფორმის მოწყობის მიზნით, შეიძლება დაირგოს სხვადასხვა მცენარეები, ცენტრში ვარდის ნაკვეთის ზომა განისაზღვრება მცენარეების საბოლოო რაოდენობის მიხედვით.
ნიადაგი ვარდებისთვის უნდა იყოს, ნოყიერი, მშრალი, ჰუმუსით მდიდარი, ღრმა, ჰაერის და წყლის გამტარი, მსუბუქი, თიხნარი. საერთოდ ყველა ნიადაგი ვარგისია თუ ის კარგადაა დამუშავებული და განოყიერებული, ნეიტრალური რეაქციის მძიმე თიხიან და წყალგაუმტარ ან მსუბუქ ქვიან ქვიშნარ ნიადაგებზე კი სუსტად ვითარდება. ვერ იტანს მლაშობ ან მჟავე რეაქციის მქონე და დაჭაობებულ წყალგაუმტარ ნიადაგებს. გრუნტის წყლის სიახლოვეს.
სანერგისა და ყვავილნარებისათვის განკუთვნილ ნაკვეთზე წინდაწინ აკეთებენ ნიადაგის ანალიზს, რის საფუძველზეც ხდება ნიადაგის მოწესრიგება:
- მძიმე თიხნარ და თიხიან ნიადაგებში სტრუქტურისა და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად უმატებენ გადამწვარ ცხენის ნაკელს, ფოთლის მიწას, გადამწვარ ნახერხს, მაღლობის ტორფს, პირუტყვის ნაკელს, მარცვლოვან ქვიშას, სტრუქტურიან კორდის მიწას.
- თუ ნიადაგში PH 5,5-ზე ნაკლებია ამატებენ 1-2 ჭიქა ძვლის ფქვილს ან 0,5 ჭიქა კირს (1მ2 –ზე) მჟავიანობის გასანეიტრალებლად, კირი ფრთხილად უნდა დაემატოს, რადგან ნიადაგში დიდი რაოდენობით მოხვედრა იწვევს მცენარის დასუსტებას, ამ მიზეზით კირქვიან (мелочных) ნიადაგს ამჟავებენ, შეაქვთ დიდი რაოდენობით ტორფი ან წიწვიან ტყეში შეგროვილი ნიადაგის ზედა ფენა.
- თიხნარ ნიადაგში წყლის და ჰაერის რეგულირებისათვის საჭიროა ქვიშის, ხოლო ქვიშნარში თიხის შეტანა. თიხნარის ზედა ფენა თიხა აუცილებლად წინასწარ უნდა იქნას აღებული, ერთი წლის განმავლობაში ყრიან, რამოდენიმეჯერ აფხვიერებნ და ატრიალებენ მეორე წელს შეაქვთ ნიადაგში. თიხისა და ქვიშის დამატებით არეგულირებენ მხოლოდ ჰაერაციას და წყლის დამჭერ თვისებას.
- საქართველოს მაღალ მთიან რაიონებში (1200მ-ის ზემოთ ზღვის დონიდან) (მინ.ტემპერატურის -19-200C-ზე) ვარდის ზოგიერთი სახეობები და ჯიშები ნაკლებ ყინვაგამძლეა, ამიტომ დასარგავად უნდა შეირჩეს სათანადო, ყინვაგამძლე ჯიშები. საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს მათი თივით, ჩალით და სხვა ბუნებრივი მასალით შეფუთვა).
დაბალი ტემპერატურისა და ქარების გავლენით, ვარდის ღერო ფოთლები ზამთარში ფერს იცვლის, გადაიკრავს რუხ ფერს, რაც ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ქრება. ვარდების უმეტესობა ვეგეტაციას იწყებს, ჩვენს პირობებში როცა ნიადაგის ტემპერატურა +100-ია, ხოლო ჰაერის +120-თან ახლოსაა, რაც მარტის დასაწყისს ემთხვევა.
ნიადაგის მომზადება
ვარდები მრავალწლიანი მცენარეებია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. ამიტომ დარგვის წინ ნიადაგი უნდა დამუშავდეს ღრმად და საფუძვლიანად, ნაკვეთი წინდაწინ უნდა გასუფთავდეს დიდი ქვებისაგან, ძველი ფესურებისაგან, სარეველებისაგან.
ვარდი სასურველია არ დაირგოს იმ ნაკვეთზე, სადაც წინათ დარგული იყო: ასკილი, ვარდი, გრაკლა, კოტონეიასტერი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, ჭერამი, ატამი, ნუში, კუნელი, საკურა, იაპონური კომში, მალინა მაყვალი, მარწყვი…
გამოუვალ შემთხვევაში საჭიროა ამოღებული იქნეს 60სმ დიამეტრის და 45 სმ სიღრმის ორმო, შეტანილი იქნას კორდის მიწა, ნაკელი ზედეტი რაოდენობით. დარგვის შემდეგ ძველი ნიადაგი სხვა აგილზე გადაიყაროს.
აუცილებელია დრენაჟი, ორმაგი გადაბარვის შემდეგ შემოწმდება გრუნტის წყლების სიახლოვე, თუ საჭიროა კეთდება დრენაჟი. დაახლოებით 1მ-ის სიღრმეზე იყრება ხრეში და აქედან გამავალ წყალს აერთებენ საირიგაციო სისტემას, ვინაიდან გრუნტის წყლების სიახლოვე ფესვთან ახლოს იწვევს მცენარის დაღუპვას. ჟანგბადის ნაკლებობის გამო.
სავარდის გაშენების დროს ნიადაგის ზედა ფენა შეიძლება აიღოს და გადაიტანოს გვერდზე. შემდეგი ფენა გადატანილი უნდა იქნას ნაკვეთიდან. ხოლო ამოთხრილ ნიადაგზე თანასწორად აყრიან ქვიშას ან თიხას, კირს, ნაკელს, ნეშომპალას, ტორფს და ფოსფორორგანულ შენაერტებს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. გადაბარავენ, გაასწორებენ და ტოვებენ დარგვამდე. ეს პროცედურა უმჯობესია ჩატარდეს დარგვამდე 6 თვით ან ერთი წლით ადრე.
დარგვის წინ ნიადაგს გადაბარავენ, შეაქვთ მიწის ის ზედა ნაწილი, რომელიც ორმაგი გადაბარვის წინ ამოიღეს. ასწორებენ, შეაქვთ დამატებით ორგანული და მინერალური ნივთიერებები და 20-25სმ-ის სიღრმეზე აფხვიერებენ. გეგმის მიხედვით დასარგავ ფართობს ასწორებენ, გზებს ტკეპნიან და აწყობენ მოსარწყავ მილებს. თუ ნიადაგში არის სამშენებლო ნაგავი მთლიანად უნდა იქნას გატანილი და შეიცვალოს ახალი ნიადაგით.
იქ სადაც (კერძო ნაკვეთებზე) ანალიზის გაკეთება მოუხერხებელია, მექანიკური შემადგენლობის განსაზღვრისათვის, იყენებენ ხალხურ მეთოდებს იღებენ ნოტიო ნიადაგს და ხელში აგორავებენ, თუ დავარდნის დროს არ დაიშალა ე.ი. თიხნარია, თუ იფხვნება – ქვიშნატ-თიხნარი, თუ საერთოდ არ შეიკრა, შესაბამისად ამატებენ 30-50% ქვიშას. 30-50% თიხას.
ან მეორე თუ ნიადაგზე იზრდება კარგად მჟაუნა, ხვართქლა ე.ი. მჟავე ნიადაგია და ითხოვს მოკირიანებას.
დარგვა უმჯობესია შემოდგომაზე, რადგან ყინვების მოქმედებით მცენარის დაღუპვის ალბათობა ნაკლებია, ნოემბრის თვეში დარგული მცენარეები ახერხებენ ნიადაგთან შეგუებას, უვითარდებათ შემწოვი ბუსუსები. გაზაფხულს მომზადებული ხვდებიან.
დარგვა ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდეც შესაძლებელია, რაც ღია ფესვთა სისტემიან ვარდებზეა გათვალიწინებული, ხოლო დახურული ფესვთა სისტემით, წლის თითქმის ყველა პერიოდშია შესაძლებელი, გარდა ზამთრისა.
დარგვის წინ (დაახლოებით ერთი თვით ადრე), ნიადაგს აფხვიერებენ და შეაქვთ ნაკელი 60-70 ტონა ჰექტარზე. ფოსფორით ღარიბ ნიადზე აუცილებელია ორგანული სასუქების, ძვლის ფქვილის, სუპერფოსფატის (4ც. ჰექტარზე) მჟავე ნიადაგში არ შეაქვთ სუპერფოსფატი, რადგან მჟავიანობას უმატებს. უმჯობესია შევიტანოთ ძვლის ფქვილი (4-5ც. ჰექტარზე).
ეს სასუქები გვიან მოქმედებს და ამიტომ სასურველია დარგვის წინ, რაც შეიძლება ადრე, იქნას შეტანილი. სუპერფოსფატი შეაქვთ უშუალოდ დარგვის წინ. გადაუწვავი ნაკელის შეტანა ყოვლად დაუშვებელია. თუ გადამწვარი ნაკელი არ არის შეიძლება შეტანილი იქნას კომპოსტი ან ფოთლის მიწა.
დიდი ფართობის ნარგავების მოსაწყობად, წინდაწინ შედგენილი გეგმის მიხედვით, ასწორებენ კვლებს, ასობენ პალოებს, იღებენ ორმოებს, ორმოების სიღრმე დამოკიდებულია ჯიშზე, ასაკზე, მცენარის მდგომარეობაზე.
ვარდის დარგვა
ვარდი სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით, უნდა დაირგოს ღრმად, ნამყენი ადგილი ნიადაგში 3 სმ-ით დაბლა უნდა იყოს, რაც იცავს ზედმეტი გადახურებისაგან, ყინვებისაგან და ღრმად დარგვის შემდეგ მცენარე დამატებით ფესვებს ივითარებს. ხშირად მცენარე მთლიანად გადადის სანამყენის ფესვებზე რითაც აიხსნება ვარდების ასაკის გახანგრძლივება რადგან სანამყენეზე ძლიერი ფესვთა სისტემა ვითარდება.
მეორე — მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, მცენარე განაგრძობს სიცოცხლეს თუ დასარგავი მასალა მიღებულია. როდესაც დარგვა შეუძლებელია, ნუ დატოვებთ ვარდებს უყურადღებოდ. უკეთესია, გახსენით და დროებით მიმარხეთ V-ს მაგვარ თხრილში, ყინვისაგან დაცულ ადგილზე. საგულდაგულოდ უნდა მიეყაროს ფხვიერი მიწა 20-25სმ-ზე, მიეტკეპნოს, ისე რომ ფესვებს შორის არ დარჩეს სიცარიელე. ზემოდან მიეყაროს ისევ მიწა, ასე შეიძლება დარჩეს დარგვამდე.
თუ მიღებული მცენარეები მზეზე გამოშრენ, 24 საათის განმავლობაში მოათავსეთ წყალში, შემდეგ მთლიანად მიმარხეთ 20-25სმ-ის სიღრმეზე სველ ქვისაში, ერთი კვირის განმავლობაში. შეიძლება დაირგოს შესაბამისი შემოწმების შემდეგ. ასევეა ახლოს სანერგიდან მოტანილი მცენარეებიც.
დარგვის წინ ნერგებს იღებენ, ამოწმებენ, ფესვები თუ დაზიანებულია აჭრიან ჯანსაღ მერქნამდე, სასურველია შენარჩუნებული იქნას წვრილი განშტოება. თუ ფესვები ძალიან გამომშრალია, მას ათავსებენ წყლიან ვედროში დარგვამდე.
ნერგების დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს, მყნობის ადგილის ქვემოთ, მოცილდეს ყველა კვირტი, რომელიც ველურ ამონაყრად განვითარდება. მიწის ზედა ნაწილი 10-15სმ-ის სიგრძეზე, 2-3 კვირტზე ისხვლება. ხანდახან ტოვებენ ან ნაწილობრივ სხლავენ, დარგვის, მორწყვის შემდეგ კი ერთბაშად სხლავენ, რაც დამოკიდებულია ბუჩქის სიძლიერეზე, ტოვებენ 2-3-4 ყლორტს, 2-3 კვირტით.
გასხვლის დროს სასურველია ბოლო კვირტი გარეთ იყურებოდეს. დარგულ ვარდებს უნდა შემოეყაროს მიწა და მოირწყას. დარგვის დროს შემოყრილი მიწის გუნდა უნდა მოშორდეს ღრუბლიან ამინდში და საღამოს საათებში და არა სიცხეში. დასარგავი ორმოს სიღრმე და სიგანე დამოკიდებულია ნერგის განვითარებაზე.
ფესვები თავისუფლად უნდა იყოს, ორმოში განლაგებული. საერთოდ კეთდება 40-60 სიღრმის და 50სმ სიგანის ორმო. მომარაგებული უნდა იყოს წინდაწინ შემზადებული ნიადაგი: 1 წილი ნიადაგის ზედა ფენიდან 1 წილი ტორფი (ნოტიო), 1 წილი ძვლის ფქვილი, ორმოში ჩაყრილია წინდაწინ 2 ნიჩბის პირი გადამწვარი ნაკელი. ნერგის ფესვები დარგვის წინ კარგად დაიფერთხოს, ამოევლოს ჟიჟაში (1წილი თიხა, 1 წილი ნაკელი, არაჟნის სისქის მიღებამდე). ან ზრდის სტიმულატორებში.
ორმოს ფსკერზე ფესვები თანაბრად გაანაწილეთ და მიაყარეთ თანდათან მიწის ნაზავი მიატკეპნეთ კარგად ხელით. მიწა მიაყარეთ იმ ანგარიშით, რომ ნამყენი მიწის ქვევით უნდა იყოს 3-4სმ სიღრმეზე. ფრთხილად დატკეპნეთ ფეხით, ნელ-ნელა ორმოს კიდედან დაწყებული ნამყენამდე (ცენტრამდე).
მიამაგრეთ ეტიკეტი და მორწყეთ უხვად 2-3 ვედრო ბუჩქზე, ნელ-ნელა. იმ შემთხვევაში თუ ახლად დარგულ მცენარეებს მოუსწრო ყინვამ ან ძლიერმა სიცხემ, ისევ უნდა შემოეყაროს მიწა, შესაბამისი პირობების დადგომამდე.
თუ შტამბიანი ვარდები ბუჩქისებური ვარდების ფონზე ირგვება, ჯერ უნდა დაირგოს შტამბიანი ვარდები, შემდეგ კი სხვა. შტამბიანი დარგვა ხდება ჩვეულებრივად, წინასწარ გამზადებულ მოზრდილ ორმოში, იმავე სიმაღლეზე, რაც სანერგეში იყო.
მიწის მიყრამდე სასურველია ჩაესოს საყრდენი, 60-70სმ-ზე რომ უფრო საიმედო იყოს, იმ ანგარიშით, რომ საყრდენი, ოდნავ გრძელი იყოს ნამყენის ადგილზე. ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ ვარდი მიემაგრება საყრდენზე გასანთლული თოკით რვის მაგვარი ნახვევით, რომ არ დაზიანდეს ვარჯი, ნახვევის მიმაგრების ადგილზე შემოეხვევა ტომრის ნაჭერი და არა სინთეტიკური მასალა.
დარგვის შემდეგ ვარჯი უნდა შეიხვეს სველი ხავსით, ნაჭრით, რომელიც პერიოდულად უნდა დასველდეს. ზრდის დაწყების შემთხვევაში კი ხსნიან. იმ მცენარეებს, რომელთაც უჭირთ გახარება, რწყავენ მაგნიუმის სულფატის წყალხსნარით, ერთი კვირის შემდეგ კალიუმის ან ნატრიუმის გუმათით. ამ დროს საჭიროა დაეფაროს ვარდებს, როგორც სათბური, გადაჭრილი პოლიეთილენის ხუთლიტრიანი ქილა. ვეგეტაციის დაწყების შემდეგ უნდა აიხადოს.
კონტეინერიდან (დახურული ფესვთა სისტემა) ვარდის გადარგვა შედარებით ადვილია. ჩასარგავი ორმო კონტეინერზე 5-7სმ-ით მეტი უნდა იყოს. ფსკერზე ჩაიყაროს უნდა წინასწარ შეზავებული ნიადაგი ნეშომპალა 3 წილი, კორდის მიწა — 2, გადამწვარი ნაკელი — 1, ჩამქრალი კირი — 0,25, ქვიშა — 1, გადამუშავებული დაფხვნილი ტორფი — 1წილი.
კონტეინერი უნდა გაიჭრას, რამდენიმე ადგილზე კომი დაისეროს და ჩავუშვათ ორმოში, მანძილი კომს და ორმოს შორის უნდა შეივსოს მიწის ნაზავით, რათა შემწოვი ბუსუსები ნორმალურად განვითარდეს ახალ გარემოში და მიეყაროს მიწა. მოირწყოს უხვად, მოიჩრდილოს. თუ ვეგეტაცია შეფერხდა უნდა დამუშავდეს ზრდის სტიმულატორებით.
წყარო: agrokavkaz.ge