1. ინტერნეტ-მაღაზია
1.1. blooms.ge - არის მომსახურების მიმწოდებლის მიერ შექმნილი ინტერნეტ-მაღაზია, რომლის მეშვეობითაც სრულდება პროდუქციის მიყიდვა მომსახურების მოსარგებლისთვის.
2. საერთო პირობები
2.1. შეთანხმების მხარეები ურთიერთობების რეგულირებისას იხელმძღვანელებენ ვალდებულებების შესახებ სამარათლის კანონის, საქართველოს სხვა კანონების და საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით და შეთანხმებული ხელშეკრულებით.
2.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება blooms.ge-ს მომსახურებაში.
2.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.
3. საქონელი და შესყიდვა
3.1. თუ საქონელი მოცემული მომენტისთვის არ არის საწყობში და შეკვეთის შესრულება შეუძლებელია, blooms.ge-ს თანამშრომელი უკავშირდება მომსახურებით მოსარგებლეს, სთავაზობს მიწოდების ახალ შესაძლო ვადას ან საქონლის შეცვლას სხვა საქონლით, რომელსაც იგივე ფასი და ხარისხი გააჩნია, ან უბრუნებს ფულს მომსახურებით მოსარგებლეს. ფული დაბრუნება მოხდება ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
3.2. საქონლის გამოსახულება blooms.ge-ზე ილუსტრირებულია და შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტობრივი საქონლისგან. საიტზე Blooms.ge საქონლის არსებული აღწერილობა არ არის ამომწურავი და შეიძლება შეიცავდეს შემთხვევით უზუსტობებს.
3.3. მომსახურებით მოსარგებლე ირჩევს სასურველ საქონელს, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას შეავსოს საჭირო ინფორმაცია შეკვეთის შესასრულებლად (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიტანის მისამართი) და გადაიხადოს შეკვეთა შერჩეული გზით.
3.4. მომსახურებით მოსარგებლე შეკვეთის გაფორმებისას ვალდებულია წარადგინოს თავისი ზუსტი მონაცემები. მომსახურების მიმწოდებელი არ ატარებს პასუხისმგებლობას შეკვეთის შეუსრულებლობაზე და მის შემდგომ შედეგებზე მომსახურებით მოსარგებლეს მიერ არასწორი მონაცემების წარდგენისას.
3.5. გაყიდვა სრულდება მაშინ, როცა მომსახურებით მოსარგებლემ გააკეთა შეკვეთა blooms.ge-ზე, შეიყვანა ყველა საჭირო მონაცემები და გადაიხადა შეკვეთის საფასური.
4. ფასები
4.1. ყველა ფასი blooms.ge-ზე ნაჩვენებია ლარში დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.
4.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს საქონელზე მითითებული ფასები blooms.ge-ზე. თუ მომსახურების მიმწოდებელმა შეცვალა ფასი მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის გაფორმების და ღირებულების გადახდის შემდეგ, მაშინ მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს პროდუქცია მომსახურების მიმღებს იმ ფასად, რომელიც შეკვეთის გაფორმების დროს იყო ასახული. მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ფასის განსხვავებისთვის.
5. მიწოდების ვადები და პირობები
5.1. საქონლის მიწოდების დრო და ღირებულება დამოკიდებულია ადგილზე, საიდანაც სრულდება შეკვეთა. საკურიერო მომსახურების სარგებლობისას, მიწოდების ღირებულება ემატება საქონლის ღირებულებას.
6. კონტრაქტის გაუქმება მომსახურების შესრულებამდე.
6.1. თუ მომსახურებით მოსარგებლეს სურს შეკვეთის გაფორმების შემდეგ და მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეკვეთის შესრულებამდე გააუქმოს შეკვეთა, მაშინ მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია წერილობით ამცნოს ამის შესახებ მომსახურების მიმწოდებელს. წერილობითი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. წერილში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის გაფორმების თარიღი და შეკვეთის ნომერი, რომელზეც მას სურს უარის თქმა, და დაამატოს მომსახურებით მოსარგებლეს საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).
6.2. თუ განცხადება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მივა მომსახურების მიმწოდებელთან შეკვეთის სისრულეში მოყვანის შემდეგ, მაშინ ხელშეკრულების გაუქმება მოხდება მე-7 პუნქტის მიხედვით - „დაბრუნების უფლება“.
6.3. მომსახურების მიმწოდებელი უბრუნებს გადახდილ თანხას მომსახურებით მოსარგებლეს კუთვნილ მიმდინარე ანგარიშზე არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღისა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განცხადების მიღების მომენტიდან.
6.4. ფული ბრუნდება იგივე მიმდინარე ანგარიშზე, რომლიდანაც გადმოირიცხა მომსახურების მიმწოდებელთან.
7. დაბრუნების უფლება.
7.1. გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში.
8. პირადი მონაცემები და მათი გამოყენება.
8.1. მომსახურებით მოსარგებლე აძლევს გარკვეულ და მყარ თანხმობას მომსახურების მიმწოდებელს თავისი პირადი მონაცემების გამოსაყენებლად.
8.2. შეთანხმების გაფორმებისას მომსახურებით მოსარგებლეს მიერ მითითებული მონაცემები შედის მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში და გამოიყენება მომსახურების მიმღებზე საქონლის შეთავაზებისა და გაყიდვისთვის.
8.3. პირადი მონაცემების წყარო არის კლიენტებთან წარმოქმნილი ურთიერთობები მათ მიერ შეკვეთის გაფორმებისას ვებ-გვერდზე blooms.ge.
8.4. პირადი მონაცემებში შედის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, e-mail, მისამართი: ქალაქი, ქუჩა, სახლი, ბინა.
8.5. პირადი მონაცემები, რომლებიც საჭიროა საქონლის გასაგზავნად მომსახურებით მოსარგებლესთან, გადაეცემა შუამავალ ფირმებს.
8.6. პირადი მონაცემები დაცულია უსაფრთხოების ზომებით.
8.7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გადასცეს პირადი ინფორმაცია მესამე პირს გარდა შუამავალი ფორმებისა.
8.8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი ითხოვს.
8.9. მომსახურებით მოსარგებლეს აქვს უფლება შეამოწმოს საკუთარი პირადი მონაცემები, ასევე შეცვალოს ან წაშალოს ისინი მონაცემთა ბაზიდან.
9. პასუხისმგებლობა.
9.1. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს blooms.ge-ს მიერ მიწოდებული მომსახურება მხოლოდ იმ მიზნებით, რაც კანონს შეესაბამება.
9.2. მომსახურებით მოსარგებლე ატარებს სრულ პასუხისმგებლობას blooms.ge-ს მომსახურებისადმი მიყენებული ზიანზე ან მისი კანონსაწინააღმდეგო გზით გამოყენებისას.
10. აზრთა სხვაობები.
10.1. სამომხმარებლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აზრთა სხვაობები წყდება ორივე მხარის მოლაპარაკებით. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დავა წყდება სასამართლო წესრიგის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
11. გამოყენების პირობები.
11.1. მომსახურებით მოსარგებლესთვის აუცილებელია ხელშეკრულების პირობების გაცნობა.
11.2. შეკვეთის გაფორმებისას, შესაბამის ველის მონიშვნით “ვეთანხმები საიტზე განთავსებულ წესებს და პირობებს “, მომსახურებით მოსარგებლე ადასტურებს, რომ იგი გაეცნო გამოყენების ხელშეკრულების პირობებს, გაიგო ისინი და ეთანხმება მათ.
12. დასკვნა.
12.1. იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება, და მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.
12.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად, და არ გააჩნიათ იურიდიული განმარტების არსი.