დრაცენა მასანჯიანა ცნობილია ასევე ,, სიმინდის მცენარის’’ სახელწოდებით. ის უმეტესად იზრდება სახლის პირობებში. ჰავაის უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ ისევე როგორც სხვა დრაცენას ჯიშები, მასანჯიანაც ასუფთავებს ოთახში ჰაერს ქიუმიური ნივთიერებების თუ სხვა ტოქსინებისგან.
სინათლე
დრაცენა მასანჯიანას მოსწონს საშუალო სინათლე, რაც ნიშნავს იმას, რომ , მცენარეს რა თქმა უნდა, სჭირდება სინათლე , თუმცა არაპირდაპირი და ზომიერი.
მორწყვა
აავსეთ პატარა, ცარიელი ჭურჭელი ონკანის წყლით და დადგით ის ოთახის ტემპერატურაზე 24 სთ, რადგან გაიწმინდოს ქლორისა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან. ონკანის წყალი შეიცავს ფთოროვან ნაერთს, რომელიც აზიანებს ქოთნის მცენარეებს. მცენარე მორწყეთ კვირაში ერთხელ, ისე რომ მიწა სველი დარჩეს.
ყოველ დღე, დღეში ერთხელ მოაპკურეთ მცენარის ფოთლებს ონკანის წყალი (რომელსაც მოსარწყავად იყენებთ), რათა მცენარემ შეინარჩუნოს ტენიანობა.
სასუქით განოყიერება
ყოველ 3 თვეში ერთხელ, გაანოყიერეთ მცენარე 3-1-2 სასუქით. მიყევით სასუქის პაკეტზე დატანილ ინსტუქციას.
თუ შემაჩნევთ პარაზიტებს, სპრეის ბოთლით მიაპკურეთ სპეციალური ზეთი მებაღეობისთვის.