Blooms.ge image
9.00 ლარი

ხელმისაწვდომია

ნანახია: 8987-ჯერ

მოკლე აღწერა

განათება - კალადიუმი ჩრდილის ამტანი მცენარეა, თუმცა არასაკმარის განათებაზე ფოთლები უღიავდება, ამიტომ მეტი დეკორატიულობისთვის ინტენსიურ და გაფანტულ სინათლეზე ყოფნას ამჯობინებს. ტემპერატურა - კალადიუმი სითბოს მოყვარული მცენარეა. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 20-25 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო მოსვენების პერიოდში (როცა კალადიუმს ფოთლები დასცვივდება) ტემპერატურა 20 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. მცენარე ორპირ ქარსა და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობასაც მოარიდეთ.

პროდუქტის აღწერა

განათება
კალადიუმი ჩრდილის ამტანი მცენარეა, თუმცა არასაკმარის განათებაზე ფოთლები უღიავდება, ამიტომ მეტი დეკორატიულობისთვის ინტენსიურ და გაფანტულ სინათლეზე ყოფნას ამჯობინებს.

 

ტემპერატურა
კალადიუმი სითბოს მოყვარული მცენარეა. 
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 20-25 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო მოსვენების პერიოდში (როცა კალადიუმს ფოთლები დასცვივდება) ტემპერატურა 20 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. 
მცენარე ორპირ ქარსა და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობასაც მოარიდეთ.

 

ჰაერის ტენიანობა
კალადიუმისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ჩვრით. წყალი კი არა უშუალოდ მცენარეზე, არამედ მის გარშემო მოასხურეთ, რადგან ფოთლებზე წყლის მოხვედრა მასზე ლაქების გაჩენას გამოიწვევს. 
ტენიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა მოაყარეთ.

 

მორწყვა
კალადიუმი ზაფხულობით ხშირად და უხვად მორწყეთ, რადგან დიდი ზომის ფოთლები საკმაოდ ბევრ წყალს ისრუტავს. თუმცა ისეც ნუ იზამთ, რომ მცენარეს ფესვები დაულპეს.
სექტემბრის დასაწყისიდან მორწყვა ეტაპობრივად უნდა შეამციროთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფოთლები მთლიანად დასცვივდება, მორწყვა, ფაქტობრივად, შეწყვიტეთ და ნიადაგი მხოლოდ ოდნავ, ისიც იშვიათად დაასველეთ (ისე რომ წყალი ფესვებამდე ვერ აღწევდეს).

 

ნიადაგი და გადარგვა
კალადიუმი ყოველ წელს, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე უნდა გადაირგას. 
ამისთვის საკმარისია, ბოლქვი ძველი ქოთნიდან ოდნავ დიდი ზომის ქოთანში გადაიტანოთ, ქოთნის ფსკერზე კი მსხვილი კენჭებისგან ან აგურის ნატეხებისგან კარგი დრენაჟიც მოაწყოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, ის მსუბუქი და ფხვიერი უნდა იყოს, ისე რომ ჰაერსა და წყალს კარგად ატარებდეს. კარგი იქნება, თუ ფოთლოვან მიწას გადამწვარ ნაკელს, ტორფსა და ქვიშას გადაურევთ.

 

განოყიერება
მას შემდეგ, რაც კალადიუმი ზრდას დაასრულებს, კვირაში ერთხელ - აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი რომელიმე თხევადი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ. 
აგვისტოს დასაწყისიდან სასუქის მიცემა შეუწყვიტეთ.

 

გამრავლება
კალადიუმი მარტივად მრავლდება - პატარა „შვილეული“ ბოლქვებითა და „დედა ბოლქვის“ დაყოფით.
ბოლქვის დაყოფისთვის საჭიროა: ბოლქვი დანით ფრთხილად გაჭრათ (ისე, რომ თითოეულ დანაყოფზე საზრდელი ყლორტი იყოს), განაყოფის ადგილზე ხის ნახშირი წაუსვათ, შემდეგ კარგად გააშროთ და ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ.

 

შეწამვლა
კალადიუმი შესაძლოა, ობობის ტკიპით დაავადდეს. ეს მავნებელი, ძირითადად, მცენარის ბოლქვებსა და ფესვებს უჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გადარგვის წინ კალადიუმის ბოლქვი ფუნგაციდის ფხვნილით დაამუშაოთ. იმ შემთხვევაში, თუ მავნებლები ფოთლებზეც შენიშნეთ, აუცილებელია, მცენარე მთლიანად შეიწამლოს.

 

მოსვენების პერიოდის თავისებურებები
მოსვენების პერიოდში აუცილებელია:

  • კალადიუმის მორწყვა ჯერ შეამციროთ, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტოთ;
  • მცენარეს გამხმარი ფოთლები მოაშოროთ;
  • შეგიძლიათ, კალადიუმის ბოლქვი მოსვენების პერიოდში ქოთანში დატოვოთ ან ამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ქვიშაში შეინახოთ;
  • თებერვლის დასაწყისში ბოლქვი მიწიდან უნდა ამოიღოთ, ძველი ფესვებისგან გაასუფთავოთ და ახალ სუბსტრატში ჩარგოთ;
  • ახალი ღეროების ამოზრდისთანავე მცენარის მორწყვა განაახლოთ - თავიდან იშვიათად მორწყათ, შემდეგ კი ნელ ნელა მოუმატოთ.

მსგავსი პროდუქტი